საფრანგეთის ნაკრები საპატიო ლეგიონის ორდენოსანი გახდა

09:49, 05.06.2019

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების სრულ შემადგენლობას საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. ეს არის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, რომელიც 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა დააარსა. ჯილდოს საფრანგეთის პრეზიდენტი გადასცემს განსაკუთრებული სამხედრო თუ სამოქალაქო მიღწევებისთვის.

ფეხბურთელები ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დააჯილდოვა.

2018 წელს, რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, დიდიე დეშამის გუნდმა ფინალში ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა და მეორედ გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი.

მსგავსი