საფრანგეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი ქვეყნის მესამედ ჩაკეტვის საჭიროებაზე საუბრობს
საფრანგეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი ქვეყნის მესამედ ჩაკეტვის საჭიროებაზე საუბრობს

საფრანგეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი „კოვიდ-19“-ის გამო ქვეყნის მესამედ ჩაკეტვის საჭიროებაზე საუბრობს. პროფესორმა ჟან-ფრანსუა დელფრესიმ, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, რომელიც ლიდერებს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით რჩევებს აძლევს, განაცხადა, რომ ქვეყანაში „საგანგებო ვითარება წარმოიქმნა“ და გასული კვირა კრიტიკული იყო.

„ბიბისის“ ცნობით, სამედიცინო მრჩეველმა კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების ფონზე მთავრობის სწრაფი მოქმედება მოითხოვა. პროფესორ დელფრესის თქმით, მონაცემებმა აჩვენა, რომ ახალი, უფრო გადამდები ვარიანტი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, ახლა საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში შემთხვევათა შვიდ-ცხრა პროცენტს შეადგენს და მისი შეჩერება ძნელი იქნება.

„თუ რეგულაციებს არ გავამკაცრებთ, მარტის შუა რიცხვებიდან უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა პროფესორმა დელფრესიმ.

საფრანგეთის მთავრობა ახალი რეგულაციების საჭიროებაზე 27 იანვარს იმსჯელებს.