საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს
საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

ბენჟამინ გრივეუქსის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება სიახლეების შემცველი იქნება. ამასთან ერთად, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ყველა პრობლემა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მითითებებით ვერ მოგვარდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული მონაცემებით, პარიზში 8 დეკემბერს მომხდარი არეულობის დროს 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ახალი კანონდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მათგან 1220 წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

ბოლო მონაცემებით, „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის აქციებზე მომხდარი შეტაკებებისას 264 ადამიანი დაშავდა. მათგან 39 პოლიციელია.

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში 8 დეკემბერს „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. საფრანგეთის დედაქალაქში კი, აქცია გასული კვირის მსგავსად, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.