საფრანგეთის მიერ ბრიტანული თევზმჭერი გემის დაკავების შემდეგ, საფრანგეთის ელჩი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
საფრანგეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
დიპლომატის დაბარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც საფრანგეთმა ბრიტანული თევზმჭერი გემი დააკავა. მანამდე პარიზი დაიმუქრა, რომ ფრანგი მეთევზეებისთვის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლის აკრძალვას პასუხი მოჰყვებოდა. საფრანგეთში ამტკიცებენ, რომ ლონდონმა ფრანგი მეთევზეების ნახევარს თევზჭერის უფლება არ მისცა და ლიცენზია გაუუქმა. ამის გამო პარიზი ლონდონს „ბრექსიტის გარიგების“ დარღვევაში ადანაშაულებს.
აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ფრანგ მეთევზეებს უნდა ჰქონოდათ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ ისინი ლონდონისგან ლიცენზიას მიიღებდნენ.