საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი 31 ივლისს დაინიშნა
საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი 31 ივლისს დაინიშნა

საფრანგეთის ლიგის თასის ფინალური მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლიონს“ შორის 31 ივლისს გაიმართება. ამ ინფორმაციას ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი ავრცელებს. თამაშის ჩატარება თავდაპირველად 4 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა გადატანილ იქნა კორონავირუსის პანდემიის გამო.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში პარიზელებმა „რეიმსი“ 3:0 დაამარცხეს, ხოლო „ლიონმა“ „ლილს“ პენალტების სერიაში აჯობა (4:3).

ფინალური მატჩი პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.