საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს, ბრუნო ლე მერს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრუნო ლე მერს ამ ეტაპზე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს. ამის გამო, ის მუშაობას თვითიზოლაციაში განაგრძობს.

„მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ვიქნები“, – წერს მინისტრი „ტვიტერში“.