საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე ქალაქში 17 ოქტომბრიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათი ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთში მეორე მკაცრი კარანტინის გამოცხადება არაპროპორციული იქნება.

პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 20 000-დან 2-3 ათასამდე შემცირდეს, რათა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსთან გამკლავება შეძლოს.

ამასთან, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა.