საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის კუთხით არსებული მდგომარეობის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ხელისუფლებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესებისთვის მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა.

მთავრობის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რა ზომების გატარებას აპირებს საფრანგეთის ხელისუფლება.

გავრცელებული ინფორმაციით, დეტალებზე ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისაუბრებს, რომლის მიმართვაც რამდენიმე საათში გავრცელდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი შეზღუდვა კომენდანტის საათი იქნება, რომელიც სავარაუდოდ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იქნება ძალაში.