საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ეკიპაჟის 668 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა
საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ეკიპაჟის 668 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი ეკიპაჟის 668 წევრს დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა. ინფიცირებულთაგან 31 ადამიანი ქალაქ ტულონში წმინდა ანას ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათაგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება.

ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ ქალაქ ტულონის პორტში 12 აპრილს შევიდა იმის გამო, რომ ბორტზე მყოფ ეკიპაჟის წევრებიდან ბევრს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. ავიამზიდის მთელი ეკიპაჟი 14-დღიან კარანტინში იმყოფება.