საფრანგეთის ალპებში ზვავს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულების საბოლოო რიცხვი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
მედიის ცნობით, ზვავი ჩამოვიდა არმანცეტის მყინვარზე, ზედა სავოიის რეგიონში, საკურორტო ქალაქ შამონიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში. მყინვარი 3 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ადგილობრივი რადიოსადგურის, „ფრანს ბლუს“ ინფორმაციით, ზვავის სიგრძე 1000 მეტრი, სიგანე კი 100 მეტრია. ინციდენტის ადგილზე ორი ვერტმფენი გაიგზავნა.
საფრანგეთში ჩამოწოლილი ზვავი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.