საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პარიზში პოლიციის მიერ სტუდენტური პროტესტის აკრძალვა გააუქმა

17:11, 22.10.2026

საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პარიზში პოლიციის მიერ სტუდენტური პროტესტის აკრძალვა გააუქმა.

ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლომ საგანგებო გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც პარიზის პოლიციის ბრძანება – უნივერსიტეტის გენერალური ასამბლეების სტუდენტების კოალიციის, Interfac Île-de-France-ის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციის აკრძალვა შეაჩერა.

მოსამართლეს აკრძალვის გაუქმების მიზეზი არ განუმარტავს.

ფრანგული მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე პარიზში სტუდენტების მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია დაიწყო. მათივე ცნობით, სტუდენტების პროტესტი ამ დროისთვის პარიზის მე-13 ოლქში, მარცხენა სანაპიროზე მდებარე პიტიე სალპეტრიერის უნივერსიტეტის საავადმყოფოსთან იმართება.

ამასთან, საფრანგეთის  იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, შაბათ-კვირის შემდეგ ქვეყანაში დაკავებული 2500 ადამიანიდან 900-ზე მეტს ბრალი წაუყენეს.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უახლოეს დღეებში პრეფექტების მიერ აიკრძალება იმ პირთა ნებისმიერი დემონსტრაცია ან შეკრება, რომლებსაც ამის ლეგიტიმური საფუძველი არ აქვთ.

მსგავსი