საფეხბურთო ტაიმაუტი | ჩვენს გუნდებს უკეთესი დაკომპლექტება სჭირდება - ვლადიმერ გუცაევმა მოახლოებულ ევროტურნირებზე ისაუბრა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ჩვენს გუნდებს უკეთესი დაკომპლექტება სჭირდება - ვლადიმერ გუცაევმა მოახლოებულ ევროტურნირებზე ისაუბრა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა მოახლოებულ ევროთასებზე საქართველოს გუნდების მზადება შეაფასა.

„ახლა ძალიან საინტერესო პერიოდი დადგა ქართულ ფეხბურთში, რადგან ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი აზრით, ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა და გაახარა გულშემატკივარი და მთელი საქართველო. გაახარა იმით, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და გვაქვს იმის რეალური შანსი, პირველ ადგილზე გავიდეთ. ეს ძალიან კარგი ფაქტია სანაკრებო დონეზე, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და პრესტიჟულია ევროტურნირებზე ჩვენი კლუბების გამოსვლა.

დასამალი არაა, რომ ბოლო წლებში ჩვენ ევროტურნირებზე ფაქტობრივად ვერაფერს ვაკეთებთ, რაც ძალიან საწყენია. არადა, შენ თუ გინდა, რომ ისევ გახდე საფეხბურთო ქვეყანა, კლუბებს წარმატება აუცილებლად სჭირდებათ. ჩემი აზრით, სამი ეტაპი მაინც უნდა გაიარო, რადგან თავიდან არ არიან ისეთი გუნდები, ჩვენი წარმომადგენლები და ფეხბურთელები რომ ვერ გაუმკლავდნენ. უბრალოდ, გვჭირდება უფრო უკეთესი დაკომპლექტება“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.