საფეხბურთო სეზონი განახლდა - ეროვნულ ლიგა 2-ში ლიდერებმა მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT
საფეხბურთო სეზონი განახლდა - ეროვნულ ლიგა 2-ში ლიდერებმა მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოში საფეხბურთო ჩემპიონატი ეროვნული ლიგა 2-ის თამაშებით განახლდა, რომლებსაც სატურნირო ცხრილში მკვეთრი ცვლილებები არ შეუტანია.

23-ე ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა უგოლოდ – სპაერის სტადიონზე თბილისის „მერანმა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 0:0.

განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „დინამომ“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და ვოლოდიმირ ტიტიევსკის (21) და ალექსანდრე სულაძის (79) გოლებით 2:1 დაამარცხა. საჩხერლებიდან ერთადერთი გოლი ალექსანდრე ტეფნაძის (66) ანგარიშზეა.

კასპში „შევარდენი 1906“ მარტვილის „მერანთან“ ასევე 1:2 დამარცხდა. სტუმრებიდან თავი შეიკნე სილამ (18) და ზვიად სიხარულიამ (29) გამოიჩინეს, ხოლო იუნკერებიდან – ივანე ოქროპირიძემ (62).

ორივე ლიდერმა მოიგო. ბოლნისის „სიონმა“ „თამაზ სტეფანია – არენაზე“ საგარეჯოს „გარეჯს“ 2:0 სძლია. ბოლო იმედის ჯარიმისთვის 45+1-ე წუთზე სტუმართა მცველი გიორგი ტყეშელაშვილი გააძევეს და გიორგი კორიფაძემ პენალტი გოლად გარდასახა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი კახელიშვილმა 50-ე წუთზე დააფიქსირა.

გაგრა“ სფფ-ს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავს“ ესტუმრა და ანგარიშის გახსნა 73-ე წუთზე მოპოვებული პენალტით შეეძლო, მაგრამ ვასილ ხოსიტაშვილის დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია. „გაგრამ“ ბოლომდე იბრძოლა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირის, თამაზ მაქაცარიას მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით სამი ქულა მაინც პოპოვა 0:1.

ეროვნული ლიგის სეზონი 12 სექტემბერს განახლდება 23-ე ტურიდან, რომლის ერთი შეხვედრა (სამტრედია-ლოკომოტივი) ჩემპიონატის შეჩერებამდე, 13 აგვისტოს გაიმართა. 14 სექტემბერს კი ლიგა 3-ის, ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩებია დაგეგმილი.