საფეხბურთო ლეგიონი | გველესიანის გოლით „პერესპოლისი“ თასის ფინალში გავიდა - ბერიძის გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ბერიძის „ანკარაგუჯუ“ თურქეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებითი შეხვედრაში „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდა, რომელთანაც პირველ მატჩში 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა.
ქართველის გუნდმა მეტოქე ძირითად დროში 2:1 დაამარცხა, საერთო ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა. 97-ე წუთზე „ანკარაგუჯუ“ კაცნაკლული დარჩა, ამით მეტოქემ ისარგებლა, 111-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (2:2) და ბერიძის გუნდი ფინალში ვერ გავიდა.
ირანის თასის 1/2-ფინალში გიორგი გველესიანის „პერსპოლისი“ „ჰავადარს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. სტუმრების გამარჯვებას საფუძველი გველესიანმა ჩაუყარა, რომელმაც ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით უკვე მეოთხე წუთზე გახსნა.
ქართველი და მისი გუნდი ახლოს არიან დუბლის გაფორმებასთან – „პერესპოლისმა“ რამდენიმე დღის წინ ჩემპიონობა გაინაღდა, ახლა კი თასის მოგების შანსი აქვს. გველესიანის გუნდი 31 მაისს „ესტეღლალს“ დაუპირისპირდება.