გველესიანის გოლით „პერსეპოლისმა“ ჩაბრაძის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
გველესიანის გოლით „პერსეპოლისმა“ ჩაბრაძის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და „პერსეპოლისს“ „ზობ აჰანთან“ მე-18 ტურის გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 1:0.

გველესიანმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და გუნდი მე-9 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით დააწინაურა. 31 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა.

გველესიანის მეტოქე გუნდში ბათუმის „დინამოს“ მცველი გოგა ჩაბრაძე ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა, მაგრამ ამ მატჩში არ უთამაშია.

მეორე ტაიმში „ზობ აჰანი“ კაცნაკლული დარჩა და თამაში ვერ გადაარჩინა.

პერსეპოლისი“ 18 ტურის შემდეგ 36 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ზობ აჰანი“ (25) მეშვიდე პოზიციას იკავებს.