გველესიანმა რონალდოზე მაღალი შეფასება მიიღო - ქართველი მცველის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
გველესიანმა რონალდოზე მაღალი შეფასება მიიღო - ქართველი მცველის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში კრიშტიანო რონალდოს გუნდს, საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.

„ალ-ნასრის“ წინააღმდეგ ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ირანულ გუნდთან შეხვედრის მე-17 წუთიდან საუდის არაბეთის კლუბი კაცნაკლული დარჩა და საბოლოოდ, ვერაფერს გახდა.

ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, მაგრამ უშედეგოდ და მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. „პერსეპოლისის“ ქართველმა მცველმა საიმედოდ ითამაშა და საბოლოოდ, „ფლეშსკორისგან“ 7,1 ქულა დაიმსახურა. ხოლო „ალ ნასრის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა (რომელმაც მოედანზე 78 წუთი გაატარა) გაცილებით დაბალი შეფასება მიიღო – მხოლოდ 6,3 ქულა.

„ალ-ნასრმა“ E ჯგუფში ხუთი შეხვედრის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. „პერსეპოლისმა“ ხუთ მატჩში რვა ქულა მოიპოვა, მეორე ადგილზე დარჩა და კრიშტიანო რონალდოს გუნდთან ერთად, აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა.