საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT
თურქული შეკრების დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ საქართველოში დაბრუნდა. შეკრების პერიოდში გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა – „ბანდირმასპორთან“ შეხვედრა ფრედ (0:0) დაასრულა, „ჩორუმთან“ კი დამარცხდა (0:1).
ეროვნული საფეხბურთო ლიგის სეზონის განახლებამდე გია ცეცაძის გუნდი მზადებას რუსთავში გააგრძელებს. მანამდე კი, 26 ივლისს „რუსთავი“ დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალურ მატჩს „თბილისი 2025“-ის წინააღმდეგ გამართავს.
ეროვნული ლიგა 8 აგვისტოს, მე-20 ტურის მატჩებით განახლდება, სადაც „რუსთავი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.