საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

რუსთავის „ფოლადის“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე „რუსთავმა“ თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მზადება დაიწყო. ამ პერიოდის მანძილზე, გუნდმა შეკრება და ამხანაგური მატჩები საქართველოში დაგეგმა.

ცნობილი გახდა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი ბვერმა ფეხბურთელმა დატოვა – ვადიმ პროკოპენკომ, გიორგი ჭეიშვილმა, ბადრი აქუბარდიამ, ავთანდილ გუჯაბიძემ, ზვიად ლობჯანიძემ, ავთანდილ ენდელაძემ, ვლადისლავ ლიუბკომ, გიორგი ხარებაშვილმა, თორნიკე მეტრეველმა და თომა ტაბატაძემ.

„რუსთავი“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველ ამხანაგურ მატჩს „შევარდენი 1906“-თან გამართავს. 1 თებერვალს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, ამის შემდეგ კი 12-დღიანი შეკრება მარტყოფში დაიგეგმება.