საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება - გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება - გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებული გუნდი მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.

„რუსთავი“ შეკრებას ქალაქ ბელეკში გაივლის. საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თურქულ შეკრებაზე გუნდი ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

„რუსთავის“ მეტოქეები ცნობილია. ვარლამ კილასონიას გუნდი 6 თებერვალს ვენის „რაპიდი 2“-ს (ავსტრია) დაუპირისპირდება, 8 თებერვალს – „კორვინულს“ (რუმინეთი), 10-ში – „კოტვიცას“ (პოლონეთი), ხოლო 13 თებერვალს – „სპარტაკ მიავას“ (სლოვაკეთი).

„რუსთავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფის მატჩი თბილისის „ლოკომოტივთან“ წააგო, მაგრამ ქობულეთის „შუქურას“ ლიგა 4-ში დაქვეითების გამო მისი ადგილი დაიკავა.