საერთაშორისო საქველმოქმედო რბენა 2021 წელს აპლიკაციით ჩატარდება
საერთაშორისო საქველმოქმედო რბენა 2021 წელს აპლიკაციით ჩატარდება

Wings for Life World Run შესანიშნავი შანსია მათთის ვინც ახლა იწყებს სირბილს, ვინც რეგულარულად დარბის და ვისაც საკუთარი ძალების გამოცდა სურს. გარბენზე არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი, სირბილი შეგიძლიათ ვირტუალურად, ხოლო აპლიკაციის შესანიშნავი ხმოვანი გამოცდილება პირადი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. 2014 წლიდან ათასობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო ერთი მიზნით – ზურგის ტვინის დაზიანების განსაკურნებლად გაერთიანდა. მას შემდეგ რეგისტრაციის საფასურის 100% საჭირო კლინიკურ და სამედიცინო კვლევებს ხმარდება. როგორც 2020 წელს, Wings for Life World Run 2021 წელსაც ექსკლუზიურად აპლიკაციით ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები ინდივიდუალურად ირბენენ არ დაიკარგება ღონისძიებისთვის დამახასიათებელი სილაღე და ერთიანობის შეგრძნება. შენ შეგიძლია ირბინო მარტო, მაგრამ  აპლიკაციის ხმოვანი ფუნქციის მეშვეობით მაინც დაკავშირებული იქნები დანარჩელ მსოფლიოსთან.

„ვფიქრობ, დიდებულია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, Wings for Life World Run წელს მაინც იმართება. ღონისძიება წლის დასაწყისშივე მოტივაციას და მიზანს უჩენს მორბენლებს. ეს ორი კი, რეგულარული ვარჯიშისთვის მნიშვნელოვანია. სირბილი, განსაკუთრებით ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში,  ბევრის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი აქტივობა გახდა. და თან, ღონისძიება ვირტუალურად აკავშირებს მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ეს კი ყოველთვის იყო სპორტის საერთაშორისო პასუხისმგებლობა“, – ასე ფიქრობს სებასრიან კო, მსოფლიო ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.

საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ პანდემიის დაწყებისთანავე უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო სირბილი, ვიდრე მანამდე. მიზეზი სიტუაციასთან გამკლავება და უდარდელობის შეგრძნებაა, რაც რბენას თან ახლავს. ამავე დასკვნას ატარებს Asics-ის კვლევაც, რომელიც 2020 წელს რბენის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა. სპორტული საათების მწარმოებელმა Suunto-მ მომხმარებლებში ვარჯიშის საათების მკვეთრი ზრდა დააფიქსირა: „მიუხედავად ამ უცნაური დროებისა, ხალხი ძალიან აქტიური იყო.  უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო სიარული, ლაშქრობა, მთის ველოსიპედების გამოყენება. თუმცა, სირბილი ყველაზე პოპულარული აქტივობაა. საშუალოდ, ჩვენი მომხმარებლები 50,1 წუთის განმავლობაში იყვნენ გარეთ და დარბოდნენ 8.3კმ-ს“, – ამბობს კომპანიის სპორტის საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი ჯოან სოლა.

Wings for Life World Run-ში მონაწილეები რბენას ზუსტად 11:00 UTC იწყებენ. სტარტიდან 30 წუთის შემდეგ ფინიშის მანქანა იწყებს მსვლელობას. ნელ-ნელა უმატებს სიჩქარეს და მონაწილეებს ეწევა. რაც იმას ნიშნავს, რომ მორბენალმა/ეტლით მოსარგებლემ მონაწილეობა წარმატებით დაასრულა. Wings for Life World Run-ის ყველა მონაწილე ასრულებს რბენას.  ბრიტნი სტროუზი, ნიუ იორკიდან Wings for Life World Run-ში მონაწილეობას აპლიკაციის დახმარებით წელს პირველად მიიღებს: „2020 წლის მარტში „ლოქდაუნის“ დროს შევიძინე სარბენი ფეხსაცმელი და ვიფიქრე, რომ დრო და დრო ფორმაში მოსასვლელად ვირბენდი. ახლა მაქსიმუმ 30 წუთი დავრბივარ, მაგრამ ვიცი, რომ მეტი შემიძლია და ჩემი მიზანიც Wings for Life World Run-ზე ეს არის, გავიგო რა შემიძლია და რამდენს ვირბენ.“

2014 წლიდან Wings for Life World Run-ის მონაწილეები ერთად ერთი მიზნით ერთიანდებოდნენ. მათი რეგისტრაციის საფასური და ინდივიდუალური შემოწირულობები ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების მოძიებას ხმარდებოდა. „მოუთმენლად ველი წლევანდელ ღონისძიებას, არა მხოლოდ იმ კარგი საქმის გამო რასაც ერთად ვაკეთებთ, არამედ იმიტომაც, რომ ეს ძალიან სახალისოა. COVID-19-მა ბევრი შეზღუდვა მოგვიტანა. საბედნიეროდ, ბევრი მათგანი დროებითია. ადამიანები ზურგის ტვინის ტრავმით უფრო მკაცრ შეზღუდვებში ცხოვრობენ. ჩვენ კი ამის შეცვლა გვსურს. ამიტომ მახარებს ახალი რეგისტრაციები“, – ანიტა გერჰარდტერი, Wings for Life ფონდის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

2014 წლიდან დღემდე, Wings for Life ფონდში 30 მილიონი ევროს შეგროვება შეძლო 195 ეროვნების 700 000 რეგისტრირებულმა მონაწილემ. მათ ჯამში 7 მილიონი კმ დაფარეს.