„მსოფლიო რბენისთვის“ გამოყოფილი ტერიტორიის დასუფთავება დღეს დილიდან დაიწყო
„მსოფლიო რბენისთვის“ გამოყოფილი ტერიტორიის დასუფთავება დღეს დილიდან დაიწყო

„მსოფლიო რბენისთვის“ გამოყოფილი ტერიტორიის დასუფთავება დღეს დილიდან დაიწყო.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია უკიდურესადაა დაბინძურებული და მის სრულად დასუფთავებას ხვალ დაასრულებენ.

მერიის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საქველმოქმედო მარათონისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას ნაგვის ურნები დაიდგა, სივრცე ერთჯერადი პოლიეთილენის ჭიქებით, ბოთლებით, ქაღალდებითა და სხვა სახის ნარჩენებით დანაგვიანდა.

„მსოფლიო რბენა“ საქართველოში წელს მეხუთედ გაიმართა და მასში მონაწილეობის მისაღებად 7 ათასი მონაწილე დარეგისტრირდა.