საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს ოფიციალურად გამოეხმაურა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს ოფიციალურად გამოეხმაურა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა მინეაპოლისში პოლიციის მიერ მოკლულ აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პატივის სცემს უამრავი სპორტსმენის განცხადებებს სოციალურ ქსელებსა და პრესაში. ეს მათი პერსონალური უფლებაა და ჩვენ მათ სრულად ვუჭერთ მხარს.

ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელობს ოლიმპიური ქარტიის პრინციპებით, კერძოდ, მე-6 პრინციპით, რომელიც ამბობს: „ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებული სამართლისა და თავისუფლების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმების გარეშე, იქნება ეს რასისტული, რელიგიური, ენობრივი, პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა დისკრიმინაცია“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი დაკავებისას პოლიციელის მიერ ძალის გადამეტების შემდეგ გარდაიცვალა. მოგვიანებით, ამ ფაქტს ამერიკის შეეთებულ შტატებში პროტესტის მძლავრი ტალღა მოჰყვა.