დონალდ ტრამპი - მინეაპოლისში ეროვნული გვარდია აკეთებს იმას, რაც დემოკრატმა მერმა ვერ შეძლო
დონალდ ტრამპი - მინეაპოლისში ეროვნული გვარდია აკეთებს იმას, რაც დემოკრატმა მერმა ვერ შეძლო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ქალაქ მინეაპოლისში, სადაც რამდენიმე დღეა, აქციები არ წყდება, ეროვნული გვარდია არის მობილიზებული. მისი თქმით, „გვარდიელები აკეთებენ იმას, რაც დემოკრატმა მერმა ვერ შეძლო“.

„ეროვნული გვარდია მოქმედებს მინეაპოლისში, სადაც ისინი აკეთებენ საქმეს, რომლის გაკეთებაც დემოკრატმა მერმა ვერ შეძლო. ეს ორი დღის წინ უნდა გაგვეკეთებინა და ამდენი ზარალი არ იქნებოდა, პოლიციის განყოფილებას არ დაიკავებდნენ და არ გაანადგურებდნენ. ეროვნული გვარდია საუკეთესოდ ასრულებს საქმეს. ეს თამაში არ არის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, მინეაპოლისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელის მიერ ძალის გამოყენების შედეგად აფრო-ამერიკელი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ამ შემთხვევას აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში აქციები და არეულობა მოჰყვა.