საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განმარტეს, რატომ ვერ გამოვლენ რუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გავლენიანმა წევრმა კრეიგ რიდიმ გააკეთა განმარტება იმის შესახებ, რატომ ვერ შეძლებენ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას.
„პრობლემა იმაში მგდომარეობს, პარიზის თამაშებისთვის საკვალიფიკაციო ტურნირები უშუალოდ ოლიმპიადამდე ორი წლით ადრე იწყება. ასე რომ, სპორტული ფედერაციები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან, რადგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიღებული აქვთ რეკომენდაცია – არ დაუშვან საკუთარი ტურნირებზე რუსები და ბელარუსები.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა გაიარონ კვალიფიკაცია სპორტის ყველა სახეობაში, ძიუდოს, ჩოგბურთისა და ველოსპორტის გარდა, რომლებმაც დაუშვეს ათლეტები რუსეთიდან. არ იქნება სამართლიანი განვუცხადოთ იმ სპორტსმენებს, რომლებმაც უკვე გადალახეს კვალიფიკაცია: „იცით, ჩვენ შევცვალეთ წესები, რათა რუსები მოვიწვიოთ“, – მოჰყავს რიდის სიტყვები გაზეთ The Guardian-ს.
უკრაინაშ მიმდინარე რუსული აგრესიის გამო, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დისკვალიფიცირებულნი არიან საერთაშორისო ტურნირებიდან.