დღეს, 7 დეკემბერს ნინო გურიელს სამოცი წელი შეუსრულდა.
ნინო გურიელმა საქართველოს ჩემპიონატი პირველად 1976 წელს მოიგო, 1992 წელს კი მეორედ გადაეცა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული. 1979 წელს მას საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. ნინო გურიელი არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მეორე და მესამე პრიზიორი. მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა მატჩის ორგზის მონაწილე.
2004 წლიდან 2014 წლამდე იყო საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი, საჭადრაკო ოლიმპიადების სამგზის ჩემპიონი და მეორე პრიზიორია. ევროპის გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს დასრულდება ნინო გურიელის სახელობის თასის გათამაშება, რომელსაც ლელა ჯავახიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.
ლელას ანგარიშზე 5 მოგებული და ერთი ყაიმით დასრულებული პარტიაა.