საერთაშორისო ჩემპიონთა თასი „ბენფიკამ“ მოიგო
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი „ბენფიკამ“ მოიგო

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ბოლო მატჩი გაიმართა – სტოკჰოლმის „ფრენდს არენაზე“ მადრიდის „ატლეტიკომ“ 2:1 მოუგო „იუვენტუსს“.

კვლავ გაიბრწყინა მადრიდელთა ახალწვეულმა ჟოაო ფელიშმა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. „იუვენტუსის“ მხრიდან გოლი სამი ხედირამ გაიტანა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე 12-მა გუნდმა სამ-სამი მატჩი ჩაატარა. ამხანაგური ტურნირის ჩემპიონი „ბენფიკა“ გახდა, რომელმაც სამივე შეხვედრა ძირითად დროში მოიგო: 3:0 მოუგო „გვადალახარას“, 2:1 – „ფიორენტინას“ და 1:0 – „მილანს“.

ასევე სამ-სამი მატჩი მოიგეს „ატლეტიკომ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“, მაგრამ თითო შეხვედრაში მათ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს და მოგებაზე ორი ქულა მიენიჭათ.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე 18 მატჩი ჩატარდა, ჯამში 55 გოლი გავიდა (საშუალოდ – 3.06). საუკეთესო ბომბარიდირი „ატლეტიკოს“ ფორვარდი დიეგო კოშტა გახდა – მან ოთხი გოლი გაიტანა.