მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი სადიო მანე გასული სეზონის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
სენეგალის ნაკრების ლიდერმა პრიზი მაროკოში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მიიღო. მანემ მიღებული ხმების მიხედვით აჯობა ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰსა და თანამემამულე ედუარ მენდის.
სადიო მანემ გასულ სეზონში საკლუბო დონეზე მოიგო ინგლისის თასი და ლიგის თასი, მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და მეორე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში. სენეგალის ნაკრებთან ერთად კი აფრიკის თასი მოიგო და აგრეთვე, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.