სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.
ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩამონგრეული მასის ადგილიდან გატანაზე მუშაობენ.
დიდუბის რაიონის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსი, სადაც ნგრევა მოხდა, იყო ავარიული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა უარი განაცხადეს.

