სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება გადაიდო

20:07, 14.07.2025

თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

მსგავსი