სად არის ლოიალობა და პატივისცემა - რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნს“ მიმართავს #1TVSPORT
სად არის ლოიალობა და პატივისცემა - რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნს“ მიმართავს #1TVSPORT

პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ. გააკრიტიკა „ბაიერნი“ მის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციის გამო. ადრე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი დრო გერმანულ კლუბში ამოიწურა. თუმცა, „ბაიერნს“ არ სურს ფეხბურთელის გაშვება და ითხოვს მისგან კონტრაქტის სრულად გამომუშავებას.

„როცა შენ ამდენი წელი გაატარე გუნდში და ყოველთვის იყავი მზად მის დასახმარებლად ტრავმებისა და ტკივილის მიუხედავად, იხარჯებოდი ბოლომდე, ვფიქრობ, უკეთესი იქნება კარგი გადაწყვეტილება მოინახოს ორივე მხარისთვის. ასეთი წარმატებული გზისა და ჩემი მხრიდან მზადყოფნისა და მხარდაჭერის გამო, ლოალობა და პატივისცემა, ალბათ, ბიზნესზე მნიშვნელოვანია. რომელი მოთამაშე მოისურვებს „ბაიერნში“ გადასვლას, როცა წინასწარ იცის, რომ მასაც შეიძლება რაღაც მსგავსი დაემართოს? მაშინ სად არის ლოიალობა და პატივისცემა?“ – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

პოლონელის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება. გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ მიუნხენურ კლუბში ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.