საჩხერის სამედიცინო ცენტრის ათი თანამშრომელი კლინიკაში, იზოლაციაში რჩება

11:50, 07.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალიდან ათი პირი, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ინფექციონისტთან კვლავ კლინიკაში, იზოლაციაში რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

„ისინი კლინიკის პალატებში იმყოფებიან. მათთან ამ დრომდე დაავადების არავითარი სიმპტომები არ გამოვლენილა“, – განაცხადა ქამუშაძემ.

ინფექციონისტის დადებითი პასუხის შემდეგ კლინიკაში ას თანამშრომელს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

„სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, გაკეთდება სწრაფი ტესტები. ტესტები საჭირო რაოდენობა გვაქვს”, – განაცხადა ქამუშაძემ.

მსგავსი