საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მედპერსონალის ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს
საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მედპერსონალის ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მედპერსონალის ნაწილი, 30 პირი კარანტინში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მედპერსონალის ნაწილს ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. დანარჩენებს კი ტესტს დღეს აუღებენ. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და კლინიკაში შემსვლელ ყველა პირს თერმოსკრინინგი უტარდება.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის მერს და კლინიკის 10 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი გუშინ გაუკეთეს. ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.