საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეები კარანტინს დღეს დაასრულებენ
საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეები კარანტინს დღეს დაასრულებენ

საკარანტინო რეჟიმში მყოფი მოქალაქეები საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროს დღეს დატოვებენ.

სასტუმროში ორი კვირის წინ ჩინეთიდან ჩამოყვანილი 34 მოქალაქიდან 23 იმყოფება, ნაწილი კი, რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხელ ქამუშაძის ინფორმაციით, კარნტინში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

მოქალაქეთა სახლებში დაბრუნების მიზნით ტრანსპორტირებას სასტუმრო უზრუნველყოფს.

საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში 22 თებერვალს დაბრუნდა, ორ კვირიანი კარანტინის გავლის მიზნით, ისინი  საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს.