საჩხერის „ჩიხურა“ „აბერდინი“-„ჩიხურას“ მატჩთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საფეხბურთო კლუბი „ჩიხურა“ სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ეხება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას“ განცხადება: შოტლანდიის კლუბ „აბერდინისა“ და საჩხერის „ჩიხურას„ შორის პირველ აგვისტოს გასამართ გასვლით მატჩთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ კლუბის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ არხს მატჩის ტრანსლაციის მხოლოდ ინტერნეტ სტრიმის უფლება ექნება და გულშემატკივარს საქართველოს პირველი არხის ვებგვერდის 1tv.ge საშუალებით გადასცემს“.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „ჩიხურასა“ და „აბერდინს“ შორის, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, ფრედ, 1-1 დასრულდა.