„ლივერპულმა“ 18 წლის კელვინ რემზისთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ 18 წლის კელვინ რემზისთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„აბერდინის“ 18 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ ხელშეკრულება გააფორმა, – ინფორმაციას ინგლისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

რა ვადით დაიდო კონტრაქტი ახალგაზრდა შოტლანდიელთან, ჯერჯერობით უცნობია.

კელვინ რემზი „მერსისაიდელების“ რიგებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

რემზი შოტლანდიური კლუბის, „აბერდინის“ აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში (2021/22 წლების სეზონში) 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.