საჩხერეს „ჩიხურა“ ბელეკში ორკვირიან სამწვრთნელო შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა.
კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ამხანაგური შეხვედრები უკვე დაგეგმილია. თურქეთში საჩხერეს „ჩიხურა“ სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. სოსო ფრუიძის მეტოქეები ბულგარეთის, სომხეთისა და რუსეთის გუნდები იქნებიან.
თამაშების განრიგი:
6 თებერვალი – „სეპტემვრი სოფია“ (ბულგარეთი)
12 თებერვალი – „ბანანცი“ (სომხეთი)
15 თებერვალი – „დინამო’“ მოსკოვი (რუსეთი)
სოსო ფრუიძემ თურქეთში შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:
დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, ავთო კაპანაძე
შოთა კაშია, დავით მაისაშვილი, ირაკლი კამლაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ზურა კაპანაძე, გიორგი კორიფაძე
დემურ ჩიხლაძე, ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, მიშა სარდალიშვილი, თემურ მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე
გიორგი ფანცულაია, დავით იონანიძე, ბესიკ დეკანოიძე, თორნიკე მუმლაძე