გიორგი ბუხაიძე - ვეცდებით, „სამგურალმა“ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ბუხაიძე - ვეცდებით, „სამგურალმა“ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს [ვიდეო] #1TVSPORT

სოსო ფრუიძის მოსვლამ წყალტუბოს „სამგურალზე“ სასიკეთოდ იმოქმედა – გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა ცხრა მატჩი ჩაატარა და შვიდი გამარჯვება მოიპოვა.

სამგურალმა“ ბოლო ტურში „სამტრედიასთანაც“ მოიგო (3:2) და ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა. იმერული დერბის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ კომენტარი გააკეთა.

„სოლიდური დანაკლისი გვქონდა – ამის გამო იყო, შეცვლების შემდეგ ნახევარდაცვაში სხვადასხვა პოზიციის ფეხბურთელებს რომ მოუხდათ თამაში. მადლობელი ვარ ბიჭების, რომ ბოლომდე იბრძოლეს და ხასიათი გამოავლინეს. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს თანადგომისთვის. „სამტრედიას“ რაც შეეხება, ძალიან კარგი სამწვრთნელო სტაფი ჰყავს და წარმატებები მინდა ვუსურვო“, – განაცხადა სოსო ფრუიძემ.

კომენტარი გიორგი ბუხაიძემაც გააკეთა, რომელმაც „სამტრედიასთან” 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ გამარჯვებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ორჯერ ვიგებდით და ორჯერ გაგვითანაბრეს. კონტრშეტევებზე მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ბოლო ფაზაში გოლის გასატანად სულ რაღაც გვაკლდებოდა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ბოლოს მაინც გავიტანე, რამაც ძალიან გამახარა. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას და ვეცდებით, უკეთესი თამაში ვაჩვენიოთ და უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ“.