სოსო ფრუიძემ „დინამო თბილისთან“ მოგება შეაფასა - ჩვენს ბიჭებს მეტი თავდადება მინდა ვუსურვო და მეტი წარმატებებიც მოვა #1TVSPORT
სოსო ფრუიძემ „დინამო თბილისთან“ მოგება შეაფასა - ჩვენს ბიჭებს მეტი თავდადება მინდა ვუსურვო და მეტი წარმატებებიც მოვა #1TVSPORT

სოსო ფრუიძემ „დინამო თბილისთან“ მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის აზრით, გუნდი ასე თუ გააგრძელებს, მეტ წარმატებას მიაღწევს.

„რთული თამაში გვქონდა – „დინამოსთან“ კი შეხვედრა ყოველთვის მძიმეა. მოხარული ვარ, რომ სამი ქულა ავიღეთ. ეს დიდი ბრძოლის და თავდადების ხარჯზე მოხდა. „დინამოს“ წარმატებები მინდა ვუსურვო, ჩვენ ბიჭებს კი – მეტი თავდადება და მეტი წარმატებებიც მოვა. კარგი ბრძოლისუნარიანობის გამოვლენის გარდა, ჩვენი ბიჭები ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ და დავალებები ასე თუ ისე შეასრულეს“, – ამბობს სოსო ფრუიძე.

ნიკა კალანდარიშვილი, „სამგურალის“ მცველი:

„ძალიან სასიამოვნოა „დინამოსთან“ მოგება, წელს კი ეს მეორედ მოვახერხეთ. შევეცადეთ, მწვრთნელის ყველა დავალება შეგვესრულებინა, ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. გახარებულები ვართ და შემდეგ თამაშებშიც შევცდებით, ასე გავაგრძელოთ“.

წყალტუბოს „სამგურალი“ მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისს“ მესამედ შეხვდა და ჯერ მხოლოდ ქულა დაკარგა – პირველ ტურში გუნდმა თბილისში 1:1 ითამაშა, შემდეგ კი ორივე მატჩი მოუგო.