ბათუმში დასრულებულ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში ჩვენმა გუნდმა სომხეთის ნაკრები დაამარცხა:
1. ნანა ძაგნიძე – ელინა დანიელიანი 1:0 2. ლელა ჯავახიშვილი – ლილი მკრტიჩიანი 1:0 2. ნინო ბაციაშვილი – ანნა სარგსიანი 0.5:0.5 4. ბელა ხოტენაშვილი – სირანუს ღუკასიანი 0.5:0.5
პარალელურ შეხვედრაში კი ჩინეთმა რუსეთს მოუგო, რის გამოც ჩვენმა ქალებმა ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, ქალთა შორის ჩემპიონები ჩინელები ვგახდნენ, მეორე ადგილი კი უკრაინამ დაიკავა.
რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, მან ბოლო ტურში ესპანეთთან 2:2 ითამაშა და ოლიმპიადაზე გამოსვლა 14 ქულით 28-ე პოზიციაზე დაასრულა.