საბერძნეთის პორტო კარასში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 23-ე საკლუბო ჩემპიონატებზე, ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონა“ კვლავ გამარჯვება მოიპოვა.
„ნონას“ წევრებმა მეოთხე ტურში საფრანგეთის „მიულჰაუს ფილიდორს“ შედეგით 3,5:0,5 სძლია.
ძაგნიძე ნანა 1/2 – 1/2 ჰეინემან ჯოზეფინა;
ჰუსერნოთ სესილ 0 – 1 ბაციაშვილი ნინო;
ხოტენაშვილი ბელა 1 – 0 რიჩარდ ემა;
ნიუჰაუსერ სალომე 0 – 1 მელია სალომე.
საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ოთხი ტურის შემდეგ, 8 ქულით, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.