„საბურთალოში“ პორტუგალიელი ჩაირიცხა (ვიდეო)
პორტუგალიელი ჟარდელ როდრიგეს ნაზარე 2020 წლიდან „საბურთალოში” ითამაშებს – ინფორმაციოას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ამპლუით მარცხენა მცველმა თბილისურ კლუბთან 1+1 ხელშეკშეკრულება გააფორმა. 24 წლის ჟარდელი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დღეს დუშეთის „არაგვთან” გასამართ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.
„კარგი გამოცდილება დამიგროვდა და იმედი მაქვს, რომ საქართველოში და ახალ კლუბში ამ გამოცდილებას გამოვიყენებ. „საბურთალო” ამბიციური გუნდია და შევეცდები, მასთან ერთად ყველა ქართული ტიტული მოვიპოვო” – ამბობს ჟარდელ ნაზარე.
24 წლის ჟარდელის ბოლო კლუბი პორტუგალიური „ოლეიროსი“ გახლდათ, ხოლო მანამდე ასევე უთამაშია პორტუგალიურ „უნიაო მადეირაში“ და „ნავალ დე მაიოში“. თბილისელთა ახალწვეული 2016-2018 წლებში ლიეტუვური „სტუმბრასის“ ღირსებას იცავდა, სადაც 2017 წელს თასის გამარჯვებული გახდა.