„საბურთალოს” მწვრთნელი - „ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს“
„საბურთალოს” მწვრთნელი - „ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს“
„გუნდი სათამაშოდ ემზადება და საბრძოლოდ მზადაა. ვიცით, რა გუნდს ვეთამაშებით და რთული შეხვედრა იქნება. მაგრამ „საბურთალო” ყველა მატჩის მოსაგებად ემზადება და რა თქმა უნდა, მოედანზე ხვალაც ამ განწყობით გავალთ“ – განაცხადა „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრების „მაქსიმირის“ სტადიონზე გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
 
ზაგრების მთავარ არენაზე ხვალ საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ ხორვატულ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება. „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია: „თბილისში 0:2 დავმარცხდით, მაგრამ ფსიქოლოგიურად ჩვენი მდგომარეობა უკეთესია, რადგან „საბურთალოს“ დასაკარგი არაფერი აქვს. თუ შევძელით და მოვიგეთ, ეს გმირობის ტოლფასი იქნება. ხვალ ჩვენც პრესის გარეშე ვითამაშებთ. რა გამოვა, ამას ხვალ ვნახავთ“.