ახალ სეზონში საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოს“ ახალი კაპიტანი ეყოლება – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გუნდის ყოფილი კაპიტანი მეკარე ლაზარე კუპატაძე იყო. მან კარგი სეზონი ჩაატარა და ვლადიმერ ვაისი 22 წლის კიპერს ბოლო დროს ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იწვევდა.
მაგრამ კუპატაძეს სეზონის ბოლოს „საბურთალოსთან“ კონტრაქტი დაუსრულა, გუნდი დატოვა და კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადაწყვიტა. მის ნაცვლად კი მოედანზე გუნდს კაპიტნის სამკლაურით გაგი მარგველაშვილი გაიყვანს.
22 წლის მცველი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ყველა ასაკობრივი საფეხურის გავლით მოხვდა. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.