საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ოფიციალური ფეისბუქგვერდი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი და ჩვენი აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ უკვალოდ გაქრა მცხეთის ტერიტორიიდან. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
გთხოვთ, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დაგვიკავშირდით“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.