„საბურთალოს“ აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა

14:37, 20.06.2020

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ოფიციალური ფეისბუქგვერდი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი და ჩვენი აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ უკვალოდ გაქრა მცხეთის ტერიტორიიდან. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გთხოვთ, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დაგვიკავშირდით“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.

მსგავსი