„საბურთალოს“ აკადემიის წევრ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა იგეგმება
„საბურთალოს“ აკადემიის წევრ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა იგეგმება

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის წევრ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის დღეს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა.

ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

„ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას. აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, მათ შორის, მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და ექვსი მყვინთავი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ გაავრცელა.

დატოვე კომენტარი