„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი - ლაკვეხელიანი უნგრეთში გადავიდა (ვიდეო)

„საბურთალოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას გააგრძელებს უნგრულ „მეზოკოვეშდში“, სადაც ბუდუ ზივზივაძე ზაფხულამდე თამაშობდა, – ინფორმაციას უნგრული გამოცემა Csakfoci.hu ავრცელებს.

„გუნდებს შორის ხელშეკრულება შეთანხმებულია. ამიტომ ლუკა ლაკვეხელიანს აქვს კარგი შანსი, კარიერა უნგრეთში გააგრძელოს. 21 წლის მარცხენა მცველით ბელგიისა და პოლონეთის გუნდები იყვნენ დაინტერესებულები. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს შეუძლია მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავოს ახალ გუნდში, რომელიც ახლახანს ამ პოზიციაზე ერიკ სილიეს შეელია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლაკვეხელიანი უკვე საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელია, არის „საბურთალოს’ შემადგენლობის მოთამაშე“, – წერს გამოცემა.

ლაკვეხელიანის ტრანსფერზე კომენტარი „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშია გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გვქონდა, უნგრეთიდან რეალური წინადადება გამოჩნდა და ფეხბურთელს წინსვლის სურვილში ხელი შევუწყვეთ. ლაკვეხელიანის გამოცდილება კარს მომდგარ ევროტურნირებზე ძალიან წაგვადგებოდა, თუმცა აქცენტი ისევ და ისევ ფეხბურთელის უკეთეს ხვალინდელ დღეზე გავაკეთეთ, რომ გავიხსენოთ 2018 წელი, როდესაც ჩემპიონები გავხდით, პირველობა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ხარაიშვილის გარეშე მოვიპოვეთ. ჩავთვალეთ, რომ მისი წინსვლისთვის უკეთესი იქნებოდა კარიერა შვედეთის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბ „გიოტებორგში“ გაეგრძელებინა, რაც ჩვენი აზრით სწორი ნაბიჯი იყო“, – აცხადებს კახა კაშია.

დატოვე კომენტარი