„საბურთალომ“  წყალტუბოს „სამგურალს“ მოუგო - თეთრაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში გალიდერდა #1TVSPORT
„საბურთალომ“  წყალტუბოს „სამგურალს“ მოუგო - თეთრაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში გალიდერდა #1TVSPORT

„საბურთალომ“ მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. თბილისურმა გუნდმა წყალტუბოს „სამგურალი“ დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა.

თბილისელებს 23-ე წუთზე შეეძლოთ წინ გასვლა, შეიკნე სილამ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ორ წუთში გუნდი ლევან ნონიკაშვილმა დააწინაურა. სილამ 57-ე წუთზე მაინც მოახერხა გატანა, ხოლო გიორგი ჯინჯოლავამ (72) სტუმართა კარი მესამედ აიღო.

„საბურთალოს“ ყველაფერი გამოსდიოდა და შეხვედრის მიწურულს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ლუკა სილაგაძემ (84) ეფექტური გოლი გაიტანა. მართალია, ლადო ჩიხრაძემ (88) ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 90-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა „სამგურალის“ კარი მეხუთედ აიღო და ლიდერების შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა.

„საბურთალომ“ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგროვა და არა მხოლოდ „დინამო თბილისს“ (31) გადაასწრო, არამედ ლიდერებს, ბათუმის „დინამოსა“ და „სამგურალს“ დაეწია.