„საბურთალომ“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა - გუნდი თურქეთში მიემგზავრება
„საბურთალომ“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა - გუნდი თურქეთში მიემგზავრება

საბურთალომ“ მოსამზადებელი ეტაპის მეოთხე მატჩი „ვიტ ჯორჯიასთან“ ჩაატარა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში პირველი ორი გოლი მოლდოველმა ლეგიონერებმა, დმიტრი მანდრიჩენკომ (21-ე წუთზე) და ვიქტორ მუდრაკმა (64) გაიტანეს, მესამედ კი მეტოქის კარი გიორგი გულიაშვილმა (85) აიღო.

საბურთალო

პირველი ნახევარი: მეგრელიშვილი, ჩაჩუა, მუდრაკი, ჯგერენაია, ოდუკო, ძებნიაური, ტერა, მანდრიჩენკო, ი. ტაბატაძე, ლ. ნონიკაშვილი, თ. ტაბატაძე.

ცვლილებაზე შევიდნენ: ლეჟავა, გოჩოლეიშვილი, ცნობილაძე, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე, ო. მამაგეიშვილი, შ. ნონიკაშვილი, ფარულავა, გულიაშვილი, ერისთავი, ამინუ.

4 თებერვალს „საბურთალო” თურქეთში, დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრება. გუნდი ანტალიაში 17 თებერვლამდე დარჩება და რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.