„საბურთალომ“ „ურარტუსთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
„საბურთალომ“ „ურარტუსთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

„საბურთალომ“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო და თბილისში შეკრებაზე მყოფ სომხურ „ურარტუსთან“ ამხანაგური შეხვედრა 2:2 დაასრულა. ომარ თეთრაძის გუნდიდან თავი იური ტაბატაძემ და შეიკნე სილამ გამოიჩინეს.

„საბურთალო“: კუპატაძე, კომახიძე, ჯგერენაია, ჩადუნელი, მამასახლისი, ქარდავა, ასკურავა, კოხრეიძე, ტაბატაძე, სიხარულიძე, სილა

„ურარტუდან“ პირველი გოლი ლეონ საბუამ ჩაიწერა – 22 წლის აფხაზმა თავდამსხმელმა (სიმაღლე 183 სმ, წონა 76 კგ), რომელიც გაგრაშია დაბადებული და რუსეთის მოქალაქეა. კრასნოდარის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარში“ 2020-2022 წლებში ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. რუსულ ვიკიპედიაში მას მოიხსენიებენ არა აფხაზ, არამედ რუს ფეხბურთელად.

2020 წლის 28 ნოემბერს საბუას დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩში (0:4), მოედანზე 3 წუთი გაატარა. ასევე სათადარიგოებიდან შევიდა ესპანურ „სევილიასთან“ მატჩში (2:3) და ითამაშა 34 წუთი. 2020/21 სეზონში ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი რუსეთში, რომელმაც მოახერხა სამივე პროფესიულ დივიზიონში (FNL-2, FNL, RPL) თამაში და პლუს – ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა.

ლეონმა სომხურ „ურარტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 4 ივლისს გააფორმა. ახლა ამ გუნდის შემადგენლობაში 4 ივლისს კიდევ ერთ მატჩს ითამაშებს თბილისში, სადაც „ურარტუ“ მისი ქალაქის წარმოამდგენელ ქართულ კლუბს, „გაგრას“ შეხვდება.

„ურარტუში“ ასევე თამაშობდა მოსკოვში დაბადებული 25 წლის თავდამსხმელი თემურ ჯიქია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ზაფხულში რუსეთში დაბრუნდა. ასევე მოხდა ნახევარმცველის, დავით ხურციძის შემთხვევაშიც, რომელმაც „ურარტუსთან“ თანამშრომლობა გაწყვიტა. ფეხბურთელი „ურარტუში“ 2022 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდა და სომხეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.